logo
ENG



ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა მოქალაქეებს სიფრთხილე გვმართებს - გამყრელიძე

15 ივნ 202013:22
3 წუთის საკითხავი
 
xz5iv0z3jrinqbo.jpg

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა მოქალაქეებს სიფრთხილე გვმართებს. 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირებულების უმეტესობა მსუბუქ შემთხვევებს მიეკუთვნება. 

„ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს არ არის არც პანიკის, არც რაღაც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს. ერთი ასეთი დინამიკა შეიმჩნევა – დღეს საღამოს, ან ხვალ, ალბათ გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და იქ ნახავთ, რომ შედარებით იმატებს ე.წ. მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა